რესპუბლიკურ საავადმყოფოს ევროკავშირმა ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო საგნები გადასცა
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ევროკავშირმა ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო საგნები გადასცა

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ევროკავშირმა ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო საგნები გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

​„ევროკავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და წევრ ქვეყნებთან ერთად ძალიან დიდ დახმარებას გასცემს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს. დღეს იყო სამედიცინო აღჭურვილობის მორიგი მიწოდება კლინიკისთვის – რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადავეცით ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო მოხმარების საგნები. ასევე, შევხვდი ამ ჰოსპიტლის თანამშრომლებს და ბედნიერი ვარ იმით, რომ დახმარებას ვუწევთ სწორედ ასეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ყოველდღიურად აყენებენ რისკის ქვეშ, დახმარებას უწევენ პაციენტებს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ასევე ვაქცინაციის საკითხებზეც. ევროკავშირი არის „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინების მოწოდების მთავარი სპონსორი და თებერვლის ბოლოს პირველ პარტიას უკვე ველოდებით. შეიძლება ითქვას, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.