რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი - თუ პუტინი არის ეგზისტენციური საფრთხე ევროპისთვის, მე ვერ ვხედავ, რომ ევროპელები შესაბამისად მოქმედებენ
თუ პუტინი არის ეგზისტენციური საფრთხე ევროპისთვის, მე ვერ ვხედავ, რომ ევროპელები შესაბამისად მოქმედებენ, – ეს განცხადება რესპუბლიკლემა სენატორმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა მიუნხენის კონფრენეციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სენატორის თქმით, მას მიაჩნია, რომ ევროპა სამხედრო კუთხით უფრო მეტად თვითკმარი უნდა გახდეს, ხოლო აშშ უფრო მეტად ფოკუსირებულია აღმოსავლეთ აზიაზე.
„ჩემი პროგნოზით, აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდამჭერი პაკეტის ჩავარდნის შანსები 50/50-ზეა და მისი ჩავარდნის მიზეზია, რომ აშშ უფრო მეტად არის ფოკუსირებული საკუთარ მოთხოვნილებებზე, ჩვენ უფრო მეტად ფოკუსირებულები ვართ რეალობაზე, რომ ეს დასრულდება. ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ამ რეალობის მოახლოებას და არა ამ პროცესის გაჭიანურებას, რაც უკრაინელების სიცოცხლისთვის დიდ ზიანს იწვევს“, – განაცხადა ვენსმა.
ამერიკელი კანონმდებლის თქმით, მან ხმა არ მისცა უკრაინის დახმარების პაკეტს და ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ მისი მოსაზრებით, ომი უკრაინაში მოლაპარაკებებით დასრულდება.
„ჩემი აზრით, აშშ-ის პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა ამის დაჩაქარებაზე უნდა იმუშაონ და არ მოვიკატუნოთ თავი, რომ ჩვენ ამ პრობლემის სხვა სტრატეგიულ დარეგულირებამდე მიყვანა შეგვიძლია“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.