„რესპუბლიკელებმა“ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის 100 დღეს არაკვალიფიციური ჩავარდნა უწოდეს
„რესპუბლიკელებმა“ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის 100 დღეს არაკვალიფიციური ჩავარდნა უწოდეს

კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლას „რესპუბლიკელი“ სენატორები გამოეხმაურნენ. როგორც „რესპუბლიკური“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, რონა მაკდენიელმა განაცხადა, ბაიდენის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის პირველი ასი დღე იყო „არაკვალიფიციური ჩავარდნა“.

„თავის საინაუგურაციო სიტყვაში ბაიდენი ერთიანობისკენ მოწოდებით გამოვიდა. ეს იყო ტყუილი. ბაიდენის გამო ჩვენი ერი კიდევ უფრო დაყოფილია“, – ნათქვამია „რესპუბლიკური“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაში.

წარმოამდგენელთა პალატაში „რესპუბლიკელთა“ ლიდერმა, კევინ მაკკარტნიმ აღნიშნა, რომ კონგრესში ბაიდენის მიმართვა „შესაძლო ყოფილიყო მხოლოდ ელექტრონული წერილი“.

„მოსაწყენი, თუმცა რადიკალური“, – ასე შეაფასა პრეზიდენტის პირველი გამოსვლა სენატის გაერთიანებულ სხდომაზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რესპუბლიკელმა სენატორმა, ტედ კრუზმა.

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა ტიმ სკოტმა ბაიდენი პარტიული დღის წესრიგის წინ წაწევაში და ერის გახეჩვაში დაადანაშაულა. მის სახარჯო და საგადასახადო ინიციატივას კი ფლანგვა უწოდა.

„მან ერის გაერთიანების, ტემპერატურის დაწევის, ყველა ამერიკელისთვის მუშაობის პირობა დადო, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცეს მათ ხმა. თქვენ ეს ახლაც მოისმინეთ. თუმცა ჩვენს ქვეყანას სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე ბანალობა. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკა, რომელიც დაგვაახლოებს. თუმცა სამი თვის განმავლობაში პრეზიდენტისა და მისი პარტიის ქმედებები ჩვენ მხოლოდ გვაშორებს ერთამეთისგან“, – განაცხადა ტიმ სკოტმა.

დატოვე კომენტარი