რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა აშშ-ის ბიუჯეტზე შეთანხმებას მიაღწიეს
რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა აშშ-ის ბიუჯეტზე შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა დროებითი ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მთავრობის მუშაობა აღდგება.

დემოკრატმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ მისი პარტია ხმას მთავრობის მუშაობის განახლებას მისცემს და რესპუბლიკელებთან მიგრაციის თემაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

დემოკრატდები მუშაობენ კანონზე, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა მიგრანტები დეპორტაციისგან დაცულები იქნებიან.

შუმერის თქმით, მთავრობის მუშაობის შეჩერების ხანგრძლივობას, რომელიც სამ დღეს გაგრძელდა, ისინი მხოლოდ რამდენიმე საათით ელოდნენ.

მანამდე რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში დროებითი ბიუჯეტი მიიღეს, თუმცა დემოკრატი სენატორების წინააღმდეგობის გამო, კანონის დამტკიცება ვერ მოხერხდა. შედეგად, აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობა დროებით შეჩერდა.

მხარეებს შორის შეუთანხმებლობა რამდენიმე საკითხზე არსებობს. მათ შორის არის მიგრაციაც. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატ სენატორებს ეროვნულ უსაფრთხოებაზე მეტად, არალეგალი მიგრანტების ბედი აღელვებთ.

მთავრობის დაფინანსების დროებით შეწყვეტის გამო, დახურული იყო ბიუჯეტის დაფინანსებაზე დამოკიდებული ეროვნული პარკებისა და მუზეუმების მესამედი, მათ შორის თავისუფლების ქანდაკებაც, რომლის მუშაობაც დღეს დილით აღდგა.