რეშფორდმა ინგლისის ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშა
LONDON, ENGLAND - MARCH 10: Marcus Rashford of Manchester United reacts after missing a freekick during the Premier League match between Arsenal FC and Manchester United at Emirates Stadium on March 10, 2019 in London, United Kingdom. (Photo by Catherine Ivill/Getty Images)
მარკუს რეშფორდის თამაში ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საეჭვოა. ინგლისელმა ვარჯიში გამოტოვა. მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდმა ყველასგან განცალკევებით ივარჯიშა, რადგან კოჭის ტრავმა აწუხებს. რეშფორდმა დაზიანება ლივერპულთან მატჩის დროს მიიღო.
21 წლის ფეხბურთელი 24 თებერვლის შემდეგ ამ ტკივილით ატარებდა მატჩებს, ასე რომ დღეს მისი თამაში საეჭვოა. შეგახსენებთ, რომ ის ხუთშაბათს ვარჯიშებს არ დაესწრო, შესაბამისად, სავარაუდოდ, ჩეხეთთან თამაშს ვერ შეძლებს.
ინგლისელებისთვის ეს სამწუხარო ამბავია, რადგან რეშფორდი საოცარ ფორმაშია. ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 15 გოლი გაიტანა, მათ შორის ბოლო სამ მატჩში – ორი. 15 გოლთან ერთად მის ანგარიშზე ექვსი საგოლე პასია.