რეშფორდის 150-ე ოფიციალური მატჩი მანჩესტერში
რეშფორდის 150-ე ოფიციალური მატჩი მანჩესტერში

ჟოზე მოურინიოს კლუბიდან წასვლისა და ოლე გუნარ სოლსკიაერმა მთავარ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა
ზედიზედ 7 მატჩი მოიგო და ეს ყველაფერი სოლსკიაერის ეფექტს მარტივად შეგვიძლია მივაწეროთ.

შესანიშნავ ფორმაშია გუნდის ინგლისელი ვარსკვლავი მარკუს რეშფორდი, რომელიც ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ თითოეულ მატჩს კარგი ხასიათითა და გატანილი გოლებით ხვდება.

სულ ცოტა ხნის წინ რეშფორდმა კლუბის მაისურით კარიერაში 150-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

საინტერესო სტატისტიკას ავრცელებს ბრიტანული პრესა. კერძოდ, ჩატარებულ 150-მატჩში, რეშფორდმა მეტოქეთა კარი 41-ჯერ აიღო, ამ მაჩვენებლით მან კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს გადაასწრო, რომელმაც აღნინული რაოდენობის თამაშებში 31-ჯერ გაიტანა.