რექს ტილერსონი - ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს ლიბანის დამოუკიდებლობას
რექს ტილერსონი - ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს ლიბანის დამოუკიდებლობას

ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს ლიბანის დამოუკიდებლობას – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ლიბანს მარიონეტული კონფლიქტების ასპარეზად იყენებენ ან ამ ქვეყანაში არასტაბილურობის შექმნას ნებისმიერი გზებით ცდილობენ.

ტილერსონმა ლიბანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს საიდ ჰარირს აშშ-ის მტკიცე პარტნიორი უწოდა და ყველა მხარეს კანონიერი ინსტიტუტების, მათ შორის, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. სატელევიზიო მიმართვა საუდის არაბეთში იყო ჩაწერილი. ლიბანური ორგანიზაცია “ჰეზბოლას” ლიდერმა ჰასან ნასრალამ შექმნილ მდგომარეობას ლიბანის საქმეებში საუდის არაბეთის უპრეცენდენტო ჩარევა უწოდა.