რექს ტილერსონი თურქეთში ჩავა
რექს ტილერსონი თურქეთში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მომდევნო კვირას თურქეთში ჩავა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცლებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე, ანკარას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰერბერტ მაკმასტერი ეწვევა.

ჯერ უცნობია, რა თემებზე ისაუბრებენ ამერიკელი მაღალჩინოსნები თურქულ მხარესთან.