რექს ტილერსონი ლათინურ ამერიკაში ტურნეს იწყებს
რექს ტილერსონი ლათინურ ამერიკაში ტურნეს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ლათინურ ამერიკაში ტურნეს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ის კოლუმბიაში ჩავა.

გამგზავრებამდე ტილერსონმა განაცხადა, რომ რამდენადაც მიესალმება ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულებას, იმდენად წუხს ქვეყანაში კოკაინის წარმოების მზარდი მაჩვენებლის გამო.

„სამწუხაროდ, კოკაინის წარმოებამ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იმატა. 2016 წელს კოლუმბიაში მიწის 460 000-ზე ჰექტარზე მეტი გამოიყენეს კოკას მოსაყვანად. ეს ოფიციალური მონაცემებია“, – განაცხადა ტილერსონმა.

მისივე თქმით, აშშ კოლუმბიის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ფულის შოვნის ალტერნატიული სავაჭრო საქონლის მოსაძიებლად.

კოლუმბიაში არაერთი კრიმინალური დაჯგუფებაა გარეული კოკაინის წარმოებასა და დისტრიბუციაში. ყველაზე მეტად კი ნარკოტიკი აშშ-სა და ევროპაში გაედინება.