რექს ტილერსონი - იერუსალიმის საბოლოო საზღვრები პალესტინისა და ისრაელის ხალხს შორის მოლაპარაკებების გზით უნდა განისაზღვროს
იერუსალიმის საბოლოო საზღვრები მოგვიანებით პალესტინისა და ისრაელის ხალხს შორის მოლაპარაკებების გზით უნდა განისაზღვროს. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ეგვიპტეში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„ჩვენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობის მომხრე ვართ, იერუსალიმის საკითხს კი მხარეები გადაწყვეტენ“, – განაცხადა ტილერსონმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 2017 წლის დეკემბერში, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.