რექს ტილერსონი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს აკრიტიკებს
რექს ტილერსონი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს აკრიტიკებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს აკრიტიკებს. მისი თქმით, პროექტი კიდევ ერთი ინსტრუმენტია რუსეთისთვის, გამოიყენოს ენერგეტიკის სფერო პოლიტიკური მიზნებისთვის.

რექს ტილერსონმა ეს განცხადება პოლონეთში ვიზიტისას გააკეთა.

თავის მხრივ, ვარშავაც გაზსადენის პროექტის წინააღმდეგია.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ – რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით 1200 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.