„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - ეგვიპტესა და თურქეთში ჟურნალისტებს ტერორისტებად მიიჩნევენ
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - ეგვიპტესა და თურქეთში ჟურნალისტებს ტერორისტებად მიიჩნევენ

ზოგჯერ, პოლიტიკური ლიდერები არ მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ამ პროცესში მთავარ ღერძს წარმოადგენს, – ამის შესახებ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ბრიუსელის ოფისის დირექტორმა ჯულია მეჟერზაკმა პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტიკის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ტენდენცია იზრდება. როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ეგვიპტესა და თურქეთში ჟურნალისტებს ტერორისტებად მიიჩნევენ.

„რეპორტიორებმა საზღვრებს მიღმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში. გლობალურად სიტუაცია უარესდება. უფრო მეტიც, საგანგაშოა ბევრ ქვეყანაში. რუკაზე ბევრ ქვეყანას ვხედავთ, რომლებიც შავად არის მონიშნული და ასევე ბევრ ქვეყანას, რომლებიც რუკაზე წითელ ფერშია. ეს კი ნიშნავს, რომ სიტუაცია ძალიან რთულია და ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ვხედავთ ჟურნალისტების და ჟურნალისტიკის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას და ეს ტენდენცია იზრდება.

ვხედავთ, რომ ზოგჯერ პოლიტიკური ლიდერები არ მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ამ პროცესში მთავარ ღერძს წარმოადგენს. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, ეგვიპტესა და თურქეთში ჟურნალისტებს მიიჩნევენ ტერორისტებად. ყველაზე მეტი ჟურნალისტი თურქეთშია დაკავებულია“ – განაცხადა ჯულია მეჟერზაკმა პირველ არხთან საუბარში.