„რენის“ გულშემატკივარმა ნეიმარს სასამართლოში უჩივლა
„რენის“ გულშემატკივარმა ნეიმარს სასამართლოში უჩივლა

ფრანგული კლუბის „რენის“ გულშემატკივარი ედუარი აპირებს სასამართლოში უჩივლოს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარს.

მიზეზი ის ინციდენტია, რომელიც 27 აპრილს, საფრანგეთის თასის ფინალის დროს მოხდა. მატჩის შემდეგ, 27 წლის ბრაზილიელი ფანების ტრიბუნის გვერდით მიდიოდა, როცა ერთ-ერთი გულშემატკივრის გვერდით გაჩერდა, მისი ტელეფონის კამერას ხელი დააფარა, შემდეგ კი სახეში გაარტყა ხელი.

ასეთი საქციელის გამო, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბრაზილიელს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

საფრანგეთის თასის ფინალში „რენმა“ პენალტების სერიაში დაამარცხა „პარი სენ-ჟერმენი“.