რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის მეორე კანონიკური წიგნის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სოციალური პროექტის, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის მეორე კანონიკური წიგნის „გამოსვლათა‘“ პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები, უსინათლო და მხედველბადაქვეთებულთა 202-ე საჯარო სკოლა პანსიონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სააგენტო მეოთხე წელია, ახორციელებს სოციალურ პროექტს და ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდარს.