მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, შესაძლოა, დაითხოვონ პოსტიდან იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს ხანში სიტუაციას არ გამოასწორებს. „სამეფო კლუბმა“ ზედიზედ წააგო ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა – ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ (0:4) და ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ (1:3).
გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, „რეალის“ ხელმძღვანელობის გეგმაში არ ყოფილა ანჩელოტის სეზონის მსვლელობისას განთავისუფლება, მაგრამ მიმდინარე შედეგები არ აწყობს კლუბის შეფობას. „რეალში“ ოფიციალური წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ანჩელოტი შეიძლება გაანთავისუფლონ, თუ გუნდი არ დაიწყებს მოგებას უახლოეს მატჩებში.
მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ოთხი ტურის შემდეგ ექვსი ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა.