Relevo - „ბეტისი“ 16 წლის ქართველ მარგალიტს, ვახტანგ სალიას აკვირდება #1TVSPORT
ვახტანგ სალიას „ბეტისის“ სკაუტები აკვირდებიან, – „დინამო თბილისისა“ და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების 16 წლის ნახევარმცველისადმი ესპანური საფეხბურთო კლუბის ინტერესზე ინფორმაციას Relevo.com-ი ავრცელებს.
„ბეტისის“ სკაუტების ყურადღების ცენტრში „დინამო თბილისის“ 16 წლის თავდამსხმელი ვახტანგ სალია მოექცა. ორშაბათს „ბეტისმა“ ოფიციალურად გახსნა თავისი ახალი სპორტული ქალაქი, რომლის მიზანი მომავალი თაობის აღზრდაა. სალია, შესაძლოა, „ბეტისის ტალანტების“ პირველი ახალწვეული გახდეს.
კლუბს სურდა, ახალი მიმართულებით ემუშავა. მენეჯმენტმა ხელი შეუწყო პროგრამას, რათა მთელი მსოფლიოდან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები მოეზიდა და მხოლოდ ესპანურ ფეხბურთზე ორიენტირებული აღარაა. შეიკრა სკაუტების ჯგუფი. მათ უკვე ჰქონდათ საერთაშორისო ფეხბურთის შესანიშნავი ცოდნა და ისინი ტალანტების ძიებას დაიწყებენ. ფეხბურთელები „ბეტისს“, სპორტულის გარდა, ფინანსური წარმატებაც მოუტანენ.
სწორედ „ბეტისის“ აკადემიაში იგეგმება ამ მარგალიტის ჩამოსვლა, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა. 2007 წელს დაბადებულმა ქართველმა „დინამო თბილისის“ პირველ გუნდში ბოლო ორი მატჩი ითამაშა. ის შემტევი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპული ტოპკლუბები აკვირდებიან. „ბეტისის“ აკადემიის სკაუტების ჯგუფის ხელმძღვანელი და მისი თანაშემწეები დარწმუნებულნი არიან სალიას შესაძლებლობებში. ამიტომ ისინი ცდილობენ, მოაგვარონ ბიუროკრატიული საკითხები, რაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან არასრულწლოვანთა ჩამოსვლას უკავშირდება“, – წერს ესპანური გამოცემა.
„დინამოს“ პირველი გუნდის შემადგენლობაში 16 წლის ვახტანგ სალიას დებიუტი ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ქუთაისის „ტორპედოსთან“ შედგა. თავდამსხმელი თბილისური კლუბის აკადემიის აღზრდილია, იგი „დინამოს“ სისტემაში 2016 წელს, 9 წლის ასაკში ჩაირიცხა.