რეკორდული სიცხე ევროპაში - ესპანეთსა და პორტუგალიაში 47 გრადუსს ელოდებიან 
რეკორდული სიცხე ევროპაში - ესპანეთსა და პორტუგალიაში 47 გრადუსს ელოდებიან 

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ევროპაში, უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად მაღალი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ВВС -ი ავრცელებს.

როგორც BBC-ი წერს, სინოპტიკოსების ვარაუდით, ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსს მიაღწევს. ბოლოს ასეთი მაღალი ტემპერატურა 1977 წელს საბერძნეთში დაფიქსირდა.

დღეს და ხვალ ესპანეთსა და პორტუგალიაში 47 გრადუსია მოსალოდნელი.

ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, დღის მონაკვეთში ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ და რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ.

კომპანია Meteoalarm-მა უკვე გამოაცხადა განგაშის წითელი დონე. ანალოგიური გაფრთხილება გამოსცეს იტალიაშიც.

განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა რომში, ფლორენციასა და ვენეციაშია მოსალოდნელი.