რეკორდი კლოპის სამწვრთნელო კარიერაში – „ლივერპულმა“ „ბორნმუთს“ 9:0 მოუგო #1TVSPORT

14:18, 28.08.2022

პრემიერლიგის მეოთხე ტურში „ლივერპულმა“ „ბორნმუთს“ უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა – 9:0.

ეს მატჩი მერსისაიდელების მთავარი მწვრთნელისთვის პირადი რეკორდია – იურგენ კლოპმა კარიერის განმავლობაში ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა მოიგო.

„ბორნმუთის“ განადგურებამდე კლოპის რეკორდი 7:0 იყო („სპარტაკთან“, „მარიბორთან“ და „კრისტალ პალასთან“ ). სამივე მატჩის დროს იურგენ კლოპი „ლივერპულს“ ხელმძღვანელობდა.

ინგლისის ჩემპიონატის ოთხი ტურის შემდეგ „ლივერპულს“ მხოლოდ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი