რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ის მიერ სირიელი ქურთების მხარდაჭერა რეგიონში ბალანსს ზიანს აყენებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ის მიერ სირიელი ქურთების მხარდაჭერა რეგიონში ბალანსს ზიანს აყენებს

აშშ-ის მიერ სირიელი ქურთების მხარდაჭერა რეგიონში ბალანსს ზიანს აყენებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სირიელი ქურთების მიერ კონტროლირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარა სირიაში უსაფრთხოების ზონების შექმნას სამომავლოდაც გააგრძელებს და მთავარი მიმართულება მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ტერიტორია იქნება.

ერდოღანის თქმით, თურქეთი იმედოვნებს, რომ სირიაში მოქმედი ქურთული ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ დახმარებას რუსეთიც აღმოაჩენს.

გასულ თვეში თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სირიასა და ერაყში ანტიტერორისტულ ოპერაციას ჩაატარებს.