რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის პარლამენტმა შესაძლოა, მიიღოს კანონი ამერიკაში ინდიელების გენოციდის შესახებ
თურქეთის პარლამენტს შეუძლია მიიღოს კანონი ამერიკის კოლონიზაციის დროს განხორციელებული ინდიელების გენოციდის შესახებ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, მსგავსი ნაბიჯი საპასუხო ზომა იქნებოდა აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურად სომეხი პირების მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს.
მანამდე რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვაშინგტონს ინჯირლიკსა და კიურეჯიკში ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვით დაემუქრა.