რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები, – ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს.
ლიდერებმა აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ დიპლომატიურ ძალისხმევას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.
„ასევე, საუბრისას ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ხელს შეუწყობს რეგიონის ყველა ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას და განაცხადეს, რომ გააგრძელებენ დიპლომატიურ ძალისხმევას ამ მიზნით“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.