რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ანტონიუ გუტერეშს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ანტონიუ გუტერეშს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტსა და გაერო-ს გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტონიუ გუტერეშთან უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატი წერს, ანტონიუ გუტერეში პრეზიდენტ ერდოღანს მოსკოვსა და კიევში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, გაუწიოს გაერო-ს ყველა შესაძლო მხარდაჭერა როგორც ჰუმანიტარული საკონტაქტო ჯგუფის საქმიანობაში, ასევე ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში.

ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს განუცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას უკრაინაში არსებული კრიზისის დასაძლევად და მშვიდობის დასამყარებლად.