რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სასტუმროს გადასახადის კანონს ხელი არ მოაწერა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სასტუმროს გადასახადის კანონს ხელი არ მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სასტუმროს გადასახადის კანონს ხელი არ მოაწერა. თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სასტუმროებში ცხოვრებისთვის ორპროცენტიანი გადასახადის შემოღებას ითვალისწინებდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანხმობის შემთხვევაში, ახალი კანონი 2020 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდებოდა.

„პრეზიდენტმა გადასახადების შესახებ კანონი გაუგზავნა პარლამენტს გადასინჯვისთვის, რადგან იგი არ მიიჩნია მიზანშეწონილად“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თურქეთის სასტუმროების ფედერაციაში აცხადებდნენ, რომ თუ ტურისტებს სასტუმროებში ცხოვრებისთვის დამატებითი გადასახადის გადახდას დაავალდებულებდნენ, თურქეთში დასვენება მცირედით გაძვირდებოდა.