რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარი თავი თურქეთის სუვერენული კეთილდღეობის ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარი თავი თურქეთის სუვერენული კეთილდღეობის ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარი თავი თურქეთის სუვერენული კეთილდღეობის ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სრულად შეიცვალა ფონდის საბჭო, მოადგილე კი თურქეთის ფინანსთა მინისტრი, ბერატ ალბაირაკი გახდა.

სუვერენული კეთილდღეობის ფონდი, რომლის ქონება 50 მილიარდი დოლარია, თურქეთის მთავრობამ 2016 წელს შექმნა. ფონდის მიზანია თურქეთის სტრატეგიული აქტივების ღირებულების გაზრდა და ინვესტიციებისთვის რესურსების უზრუნველყოფა.

დატოვე კომენტარი