რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კოსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქს წერილი გაუგზავნა და სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისკენ მოუწოდა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კოსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქს, საჰაკ მაშალიანს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისკენ მოუწოდა. შესაბამის ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
წერილში თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ 1915 წლის მოვლენების შესახებ სომხეთის პრეტენზიებთან დაკავშირებულ დებატებს, რომელებიც პოლიტიზებულია მესამე მხარეების მიერ და ჩარევის იარაღად იქცა, სარგებელი არავისთვის მოუტანია.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ თურქებისა და სომხების საუკუნოვანი თანაცხოვრების კულტურა დავიწყებული იყოს“, – ნათქვამია ერდოღანის წერილში.