რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იერუსალიმის ხელახლა დაპყრობის 838-ე წლისთავის შესახებ ისაუბრა - მოწყალებით ვიხსენებ სალაჰუდინ ალ-აიუბს, ამ წმინდა ქალაქის მეორე დამპყრობელს და მის გმირ ჯარისკაცებს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იერუსალიმის ხელახლა დაპყრობიდან 838-ე წლისთავზე ისაუბრა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ერდოღანმა გამოხატა ნება, მტკიცედ იბრძოლოს იერუსალიმისთვის, რომელიც, მისი თქმით, არის წინასწარმეტყველ მუჰამედის და მისი წინამორბედი წინასწარმეტყველების მიერ მინდობილი მემკვიდრეობა.
„იერუსალიმის დაპყრობის 838-ე წლისთავზე, მოწყალებით ვიხსენებ სალაჰუდინ ალ-აიუბს, ამ წმინდა ქალაქის მეორე დამპყრობელს და მის გმირ ჯარისკაცებს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.