რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის აუცილებელი კრიტერიუმების რეალიზაციის დაჩქარების ბრძანებას მოაწერა ხელი

13:03, 18.09.2019

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის აუცილებელი კრიტერიუმების რეალიზაცია უნდა დაჩქარდეს.

2013 წელს, ანკარა დათანხმდა უკან მიეღო მიგრანტები , რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად ჩავიდნენ, სანაცვლოდ კი ოფიციალური ანკარა ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის მიღებას ელოდებოდა.

2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ კი ევროკავშირსა და თურქეთს შორის ეს პროცესი შეჩერდა.

მსგავსი