რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და შარლ მიშელმა ავღანეთში შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ისაუბრეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ავღანეთში შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ისაუბრეს.
როგორც თურქული მედია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, ერდოღანმა მიშელს უთხრა, რომ თურქეთი ამჟამად ხუთ მილიონ მიგრანტს აძლევს თავშესაფარს და ლტოლვილების მეტ რაოდენობას ვეღარ მიიღებს.
ერდოღანის თქმით, ამჟამად თურქეთის პრიორიტეტი ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია და ამ ქვეყანაში სტაბილური, მდგრადი მშვიდობის მიღწევაა.