რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ქვეყნებს შორის კონტაქტების გააქტიურება დადებითად შეაფასეს

11:04, 03.06.2026

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც სომხური მედია წერს, თურქეთის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნებს შორის კონტაქტების გააქტიურება დადებითად შეაფასეს.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია გრძელდება და ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების დაწყებისკენ ნაბიჯების გადადგმაა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძალისხმევას განაგრძობს და მხარს დაუჭერს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ მიზანს ემსახურება.

მსგავსი