რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს „ღაზის ჯალათი“ უწოდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს „ღაზის ჯალათი“ უწოდა

ნეთანიაჰუმ, რომელმაც ღაზაში საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სისასტიკე ჩაიდინა, ისტორიაში უკვე დაწერა თავისი სახელი, როგორც „ღაზის ჯალათმა“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ეს შავი ლაქა არა მხოლოდ ბენიამინ ნეთანიაჰუს, არამედ ყველას შუბლზეა, ვინც მას უპირობოდ უჭერდა მხარს და „ეს ლაქა არასოდეს გაიწმინდება“.

„ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება ღაზაში ჩადენილი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ომი, არც დასავლეთის ქვეყნების უმოქმედობა, გარდა ერთი-ორისა. ჩვენ ყველა შესაძლო გზით შევეცდებით, ისრაელის ადმინისტრაცია ანგარიშვალდებული გავხადოთ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის სინდისის წინაშე“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.