რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა შეატყობინა, რომ ნიკოლ ფაშინიანს მასთან შეხვედრა სურს
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა შეატყობინა, რომ ნიკოლ ფაშინიანს მასთან შეხვედრა სურს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეატყობინა, რომ სომხეთის პრეზიდენტს, ნიკოლ ფაშინიანს მასთან შეხვედრა სურს.

„ზანგეზურის დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია. მე მაფიქრებს ის, რომ ერთი მხრივ ფაშინიანი ეწინააღმდეგება ზანგეზურის დერეფნის გახსნას და მეორე მხრივ მას ჩემთან შეხვედრა სურს. თუ მას სურს შეხვდეს ერდოღანს, მანამდე გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. შეხვედრის საკითხი ჩვენთვის დახურული არ არის“, – აღნიშნა თურქმა ლიდერმა.

ერდოღანის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეატყობინა მას ფაშინიანის სურვილი ამ შეხვედრის გამართვაზე.

„ამისთვის სომხეთმა პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას. თუ ეს შეხვედრა გაიმართება, მაშინ თურქეთს შეუძლია დიპლომატიური კავშირების დამყარება“, – დაამატა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში პრობლემები აღმოიფხვრება.

დატოვე კომენტარი