ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ზედამხედველობისთვის თურქულ-რუსული ცენტრის შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდება
ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ზედამხედველობისთვის თურქულ-რუსული ცენტრის შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდება

ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ზედამხედველობისთვის თურქულ-რუსული ერთობლივი ცენტრის შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქეთს აზერბაიჯანთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ექნება და ერთობლივ მომავალს საერთო ძალებით ააშენებენ. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარას ფარული ცრურწმენები და ფარული ანგარიშები არავის წინააღმდეგ არ აქვს და სურს, იმუშაოს რეგიონის ყველა ქვეყანასთან, რომელსაც თურქეთი ძმებად და მეგობრებად მიიჩნევს.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა მზადაა, ყველაფერი გააკეთოს რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.