რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაცია – თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დასახული ამოცანების შესრულებამდე არ შეაჩერებს

12:11, 14.10.2019

თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დასახული ამოცანების შესრულებამდე არ შეაჩერებს, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციაში გააკეთეს.

„ისინი, ვინც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის იგნორირებას ახდენდა, მოსულზე, რაქაზე და დეირ-ეზ-ზორზე თავდასხმის დროს, დღეს მოუწოდებენ თურქეთს, შეაჩეროს ოპერაცია და ანკარას სანქციებით ემუქრებიან. ჩვენ არ შევჩერდებით, ვიდრე ყველა დასახულ ამოცანას არ შევასრულებთ“, – წერს თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი იბრაჰიმ კალინი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

მსგავსი