რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყველამ იცოდეს და გაიგოს, რომ ისრაელი ღაზაში ადამიანურ ღირსებას როცა ღიად ლახავს, ჩვენ არასოდეს შევაქცევთ ზურგს იქაურ ძმებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყველამ იცოდეს და გაიგოს, რომ ისრაელი ღაზაში ადამიანურ ღირსებას როცა ღიად ლახავს, ჩვენ არასოდეს შევაქცევთ ზურგს იქაურ ძმებს

ყველამ იცოდეს და გაიგოს, რომ მაშინ, როდესაც ისრაელი ღაზაში ადამიანურ ღირსებას ღიად ლახავს, ჩვენ არასოდეს შევაქცევთ ზურგს იქაურ ძმებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ღაზის გენოციდი ასევე განიხილება სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებთან ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე, რომელიც მეოთხედ გაიმართება მიმდინარე კვირის ბოლოს.

„ვერავინ დაგვიდგენს საზღვრებს, როცა საქმე ეხება უფლებებისა და ჩაგრულის დაცვას. ისევე როგორც ჩვენ აღვუდექით მსოფლიო სიონისტური ლობის ზეწოლას, ჩვენ გავაგრძელებთ ფეხზე დგომას იმისთვის, რაც არის სწორი, რომელიც არ მოიხრის ქედს მჩაგვრელთა წინაშე. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ჩვენი სირიელი ძმებისა და დების გვერდით, ისევე როგორც ღაზის ჩაგრული ხალხის, მათი საჭიროების ყველა ეტაპზე და მტკიცედ შევასრულებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მეზობელი სირიისთვის სტაბილურობის მისაღწევად“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.