რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყველა სახის გადატრიალების წინააღმდეგნი ვართ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყველა სახის გადატრიალების წინააღმდეგნი ვართ

ყველა სახის გადატრიალების წინააღმდეგნი ვართ, – ასე ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვერ მივიღებთ გადატრიალების მცდელობებს. სომხეთის სამხედროების მცდელობა მიუღებელია. თუ არსებული ადმინისტრაცია შესაცვლელია, ეს სომეხმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

სომხეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე გადააყენა. ამის შემდეგ გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანი ამას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს.