რეჯეფ თაიფ ერდოღანი უარყოფს ინფორმაციას, რომ სირიის ჩრდილოეთიდან „ისლამური სახელმწიფოს“ დატყვევებული წევრები გაიქცნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი უარყოფს ინფორმაციას, რომ სირიის ჩრდილოეთიდან „ისლამური სახელმწიფოს“ დატყვევებული წევრები გაიქცნენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სირიის ჩრდილოეთიდან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დატყვევებული წევრები გაიქცნენ. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ეს დეზინფორმაციაა.

ქურთების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფმა 785 ადამიანი რეგიონიდან, თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად,  გაიქცა.