რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში, ბართინის მაღაროში ტრაგიკული შემთხვევის გამო გამოხატული თანადგომისთვის მეგობარ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მადლობას უხდის
რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში, ბართინის მაღაროში ტრაგიკული შემთხვევის გამო გამოხატული თანადგომისთვის მეგობარ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მადლობას უხდის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის ბართინის პროვინიციაში, ქვანახშირის მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის 56 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მადლობას უხდის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„თურქი ერის სახელით, მსურს მადლიერება გამოვხატო ყველა მეგობარი ქვეყნის და Მათი მოსახლეობის მიმართ, ვინც გზავნილებით და სამძიმრით გაიზიარა ის ტკივილი, რომელსაც განვიცდით ბართინში“, – წერს ერდოღანი.

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება 15 ოქტომბერს მოხდა. ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 40 ადამიანი. მედიის ცნობით, მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი.