რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთსა და საბერძნეთს შორის არ არსებობს ისეთი დიდი პრობლემები, რომ გადაუჭრელი იყოს, მეტი შედეგის მისაღებად საჭიროა წინსვლა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთსა და საბერძნეთს შორის არ არსებობს ისეთი დიდი პრობლემები, რომ გადაუჭრელი იყოს, მეტი შედეგის მისაღებად საჭიროა წინსვლა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს უმასპინძლა და აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში გადაუჭრელ პრობლემებს ვერ ხედავს.

„როდესაც დეკემბერში ვიყავი ათენში, გაგიზიარეთ ჩემი რწმენა, რომ თურქეთსა და საბერძნეთს შორის არ არსებობს ისეთი დიდი პრობლემები, რომ გადაუჭრელი იყოს. ეს არის პროცესი. მეტი შედეგის მისაღებად საჭიროა წინსვლა“, – აღნიშნა ერდოღანმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ამ დროისთვის აუცილებელია ცეცხლის დაუყონებლივი შეყვეტა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. მიცოტაკისმა ყურადღება გაამახვილა საბერძნეთისა და თურქეთის ურთიერთობებზეც.

„იმ მრავალი საკითხის გათვალისწინებით, რაც გვაერთიანებს, გვსურს, უახლოეს პერიოდში გავააქტიუროთ ჩვენი ორმხრივი კონტაქტები, ჩვენი ორი საგარეო საქმეთა მინისტრის კოორდინაციით განვაგრძოთ ეს პოზიტიური გზა, რომელსაც ბოლო წელიწადია, მივუყვებით“, – განახადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა.

თურქეთი და საბერძნეთი დიდი ხნის განმავლობაში ვერ თანხმდებოდნენ რიგ საკითხებზე, მათ შორის საზღვაო საზღვრებზე, ენერგორესურსებზე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ასევე ფრენებზე ეგეოსის ზღვის თავზე. წლების შემდეგ მხარეებმა დაიწყეს ნაბიჯების გადადგმა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერები ხელახლა აირჩიეს გასულ წელს.