რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთისთვის ევროკავშირის წევრობა პრიორიტეტი აღარ არის

21:08, 15.08.2026

ევროკავშირის წევრობა ანკარისთვის პრიორიტეტი აღარ არის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის რიგებში თურქეთის არყოფნით ევროპა იქნება წაგებული.

„როგორც ჩანს, ევროკავშირს არ სურდა თურქეთის მიღება“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან F-35-ის ტიპის გამანადგურებლებთან დაკავშირებით დაპირება მიიღო და მის შესრულებას ელოდება.

მსგავსი