რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის უსაფრთხოება იწყება ალეპოდან, დამასკოდან, ბეირუთიდან, არ შევეგუებით ჩვენი ძმების ქვეყნებში მომხდარ ფაქტებს და არც თავდასხმებზე დავხუჭავთ თვალს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის უსაფრთხოება იწყება ალეპოდან, დამასკოდან, ბეირუთიდან, არ შევეგუებით ჩვენი ძმების ქვეყნებში მომხდარ ფაქტებს და არც თავდასხმებზე დავხუჭავთ თვალს

თურქეთის უსაფრთხოება იწყება არა ჰათაიდან, არამედ ალეპოდან, დამასკოდან და ბეირუთიდან, ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი ძმების ქვეყნებში მომხდარ ფაქტებს და არც თავდასხმებზე დავხუჭავთ თვალს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთმა ძალიან კარგად იცის „აღთქმული მიწის“ ილუზიის საბოლოო მიზანი და, ღვთის წყალობით, ამას არასდროს დაუშვებს.

„არავინ არ უნდა მისდიოს ავანტიურას. არავინ არ უნდა გაჰყვეს სიონისტური ხოცვა-ჟლეტის ქსელის კვალს. თუ ისრაელის ბანდიტური ძალადობა არ შეჩერდება, შედეგები მთელი კაცობრიობის და რეგიონის მხრებზე იქნება. ისრაელი უნდა შეჩერდეს; ეს კაცობრიობისა და ჰუმანიტარული ფრონტის მოვალეობაა; ისტორიას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ განმეორდეს“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.