რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ვერ მიიღებს ჯონ ბოლტონის განცხადებას სირიელ ქურთებთან დაკავშირებით
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ვერ მიიღებს ჯონ ბოლტონის განცხადებას სირიელ ქურთებთან დაკავშირებით

თურქეთი ვერ მიიღებს აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის ჯონ ბოლტონის განცხადებას სირიელ ქურთებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ქურთული სამხედრო დაჯგუფებების ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა დიდი ტყუილია და სირიაში დაეშის საფრთხის მკვეთრ განეიტრალებაში მნიშვნელოვანი როლი თურქმა ჯარისკაცებმა ითამაშეს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში ანკარა ჩრდილოეთ სირიაში ტერორისტულ ჯგუფებს გაანეიტრალებს.

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თურქეთისთვის ქურთულ სამხედრო ჯგუფებს და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს.

„თურქეთი ყოველთვის პატივს სცემს თავის მოკავშირეებს და მათგანაც მსგავსი პოზიციის მოლოდინი აქვს“, – აღნიშნა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

ისრაელში ვიზიტისას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ აშშ ჩრდილოეთ სირიიდან ჯარებს იქამდე არ გამოიყვანს, ვიდრე თურქეთი დაეშის წინააღმდეგ ბრძოლის და ქურთებზე თავდაუსხმელობის გარანტიებს არ უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი