რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი საქართველოს ხედავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს
თურქეთი საქართველოს ხედავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ერდოღანის თქმით, შეხვედრაზე მათ რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებითაც გაუზიარეს ერთმანეთს შეხედულებები.
„გვწამს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაო, რომელიც განამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას. აღნიშნულის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ – თურქეთი მხარს ვუჭერთ ყველანაირ სამმხრივ თანამშრომლობას, იქნება ეს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი თუ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება უმოკლეს დროში, წელსვე გავმართოთ უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს სხდომა. არსებული მექანიზმების გამოყენებით, განვაგრძობთ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას.
დაბოლოს, ამ განწყობით, იმედს გამოვთქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხედულებები და შეხვედრა ხელს შეუწყობს და განავითარებს ჩვენ შორის არსებულ ურთიერთობებს“, – განაცხადა ერდოღანმა.