რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი რეგიონში გრძელვადიან მშვიდობასა და ნორმალიზაციას ემხრობა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი რეგიონში გრძელვადიან მშვიდობასა და ნორმალიზაციას ემხრობა

თურქეთი რეგიონში გრძელვადიან მშვიდობასა და ნორმალიზაციას ემხრობა, ამ საკითხში სომხეთმა უნდა გამოიჩინოს გულწრფელი ნება აზერბაიჯანთან არსებული პრობლემების გადასაჭრელად, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ. გვქონდა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა არსებული ვითარება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და და მთიანი ყარაბაღის განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებში. ჩვენ ვემხრობით რეგიონში გრძელვადიან მშვიდობასა და და ნორმალიზაციას. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი აზერბაიჯანთან გულწრფელ ნებას გამოიჩენს, თურქეთს ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზების არანაირი დაბრკოლება არ ექნება“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა და ძმობა გაძლიერდება, ხოლო ახალი შესაძლებლობები გაიხსნება მთელი თურქული სამყაროსთვის.