რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ხელშეწყობას
თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ხელშეწყობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მშვიდობის მიღწევა რეგიონს ახალ სიცოცხლეს მისცემს.
შეხვედრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ, რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, უკეთესად არის აღქმული თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ გადადგმული თანამშრომლობის ნაბიჯების ღირებულება, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროში.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „ორი სახელმწიფო, ერთი ერის“ პრინციპით ყველა სფეროში ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყანას წაადგება.