რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ტექნო-ოლიგარქების დომინანტური მენტალიტეტის წინააღმდეგ, რომლებიც საქონლად ხედავენ კაცობრიობას, ბუნებას, ცას და კოსმოსსაც კი, ჩვენი უდიდესი დამცავი ძალა „ტექნოფესტის“ ახალგაზრდობა იქნება
ტექნო-ოლიგარქების დომინანტური მენტალიტეტის წინააღმდეგ, რომლებიც საქონლად ხედავენ კაცობრიობას, ბუნებას, ცას და კოსმოსსაც კი, ჩვენი უდიდესი დამცავი ძალა „ტექნოფესტის“ ახალგაზრდობა იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ტექნო-ოლიგარქიები, რომლებიც სამყაროს საკუთარ სათამაშო მოედნად აღიქვამენ და იქ ისე იქცევიან, როგორც სურთ, სამიზნედ ახალგაზრდობას ირჩევენ.
„მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის „ცოდნის გავრცელების საზოგადოება“ 1951 წელს დაარსდა, მისი ისტორია ამავდროულად თურქეთის ისტორიაცაა. ამ საზოგადოების დაფუძნების ფილოსოფია თავად თურქეთის არსებობის ფილოსოფიაა; მისი უმთავრესი მიზანი კი — თურქეთის საუკუნოვანი მიზანი. „ცოდნის გავრცელების საზოგადოების“ ისტორიის გაცნობისას ჩვენ ვხედავთ ამ გააზრების, ამ მგრძნობელობისა და ამ დიდებული იდეალის კვალს”, – აღნიშნა თურქეთს პრეზიდენტმა.
„ტექნოფესტი“ თურქეთის წამყვანი და მსოფლიოში უდიდესი საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიური ფესტივალია, რომლის მიზანია თურქეთის „ეროვნული ტექნოლოგიური ინიციატივის“ წინსვლა ახალგაზრდების წახალისებით მეცნიერების, ინჟინერიის, ავიაციისა და მეწარმეობის სფეროებში.