რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში მერის არჩევნების ანულირებას ითხოვს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში მერის არჩევნების ანულირებას ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში მერის არჩევნების ანულირებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „დიელი საბაჰი“ ავრცელებს.

როგორც ერდოღანი აცხადებს, „კანონის მიხედვით საარჩევნო ურნებთან მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები უნდა მუშაობდნენ, თუმცა ზოგიერთ უბანზე ეს მოთხოვნა არ იყო დაცული“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს გაიმართა. სტამბოლის მერად მოქალაქეებმა „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ეკრემ იმამოღლუ აირჩიეს. მან ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს 15 000 ხმით აჯობა.

9 აპრილს მმართველმა პარტიამ თურქეთის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართა და სტამბოლში არჩევნების განმეორებით ჩატარება მოითხოვა.