რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე თვალი არ გვიჭირავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე თვალი არ გვიჭირავს

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე თვალი არ უჭირავს.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი თითოეულ ნაბიჯს ფრთხილად გეგმავს.

„სირიის ტერიტორიული და პოლიტიკური მთლიანობის შენარჩუნება – ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. ჩვენ სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე თვალი არ გვიჭირავს და თითოეულ ნაბიჯს ძალიან ფრთხილად ვგეგმავთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან ერთად, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ოპერაცია „მშვიდობის წყაროსთან“ დაკავშირებულ ყველა თემაზე ისაუბრეს.

„დღეს პრეზიდენტ პუტინთან ერთად საუბრის დროს ოპერაცია „მშვიდობის წყაროსთან“ დაკავშირებულ ყველა თემას შევეხეთ. შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინს ვუთხარი, რომ აღნიშნული ოპერაციის მთავარი მიზანი ქურთი ტერორისტების ლიკვიდაცია და სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფაა“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრამ სოჭში ხუთ საათს გასტანა. ორმხრივი შეხვედრა ურთიერთგაგების მემორანდუმით დასრულდა. მხარეები 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ.