რეჯეფ თაიფ ერდოღანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ილჰამ ალიევს შეხვდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ილჰამ ალიევს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვედრისას ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესით და განაცხადა, რომ თურქეთი ამ პროცესში წვლილის შეტანას გააგრძელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას თანამშრომლობის განვითარებისთვის მრავალ სფეროში, განსაკუთრებით ენერგეტიკასა და ტრანსპორტში.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.