რეჯეფ თაიფ ერდოღანი სასამართლოში უჩივის „კარგი პარტიის“ ლიდერ მერალ აკშენერს, რომელმაც ერდოღანი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეადარა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სასამართლოში უჩივის ოპოზიციური „კარგი პარტიის“ ლიდერ მერალ აკშენერს, რომელმაც ერდოღანი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეადარა. ინფორმაციას „ევრონიუსის“ თურქულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 250 000 ლირას ითხოვს.
პარტიის შეხვედრაზე მერალ აკშენერმა თქვა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მსგავს ტაქტიკას იყენებენ.
„ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც გარკვეულწილად ბატონი ერდოღანის ისრაელური ვერსიაა, უყოყმანოდ გახადა სამიზნედ ბავშვებისა და სამოქალაქო პირების სიცოცხლე, რათა ძირი გამოეთხარა პოლიტიკური კონკურენტებისთვის და ამ გზით დაეცვა თავისი ადგილი“, – განაცხადა მერალ აკშენერმა.
თურქეთის პრეზიდენტმა მერალ აკშენერის განცხადებებს „ამორლაური“ უწოდა. „მე არ შევხვედრივარ ნეთანიაჰუს. ნეთანიაჰუ არასდროს ყოფილა და არც იქნება ჩვენი მეგობარი“, – აღნიშნა ერდოღანმა.