რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელს ძლიერი და შემაკავებელი გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელს ძლიერი და შემაკავებელი გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს

საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელს ძლიერი და შემაკავებელი გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან საუბრისას თქვა, რომ უნდა დამუშავდეს საერთაშორისო ძალების იდეა, რომელიც დაიცავს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ისრაელის აგრესიისგან.

თურქეთის პრეზიდენტი მიესალმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გაერო-ს პარამეტრების შესახებ და პალესტინაში ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას. ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს იმის საჩვენებლად, რომ ანკარა და მოსკოვი იზიარებენ ერთსა და იმავე პოზიციას იერუსალიმის მოვლენებთან დაკავშირებით. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი და რუსეთი გაერო-ში აღნიშნულ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობას აჩვენებენ.

დატოვე კომენტარი